14.აგვისტო .2022 17:00

"მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოების შეზღუდვის მომხრეა" – ACT

"მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოების შეზღუდვის მომხრეა" – ACT
views 1084
უკან

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოხატავს ღია უკმაყოფილებას რუსი ეროვნების ტურისტების დიდი რაოდენობით საქართველოს საკურორტო ზონებში თავმოყრის გამო, მათი უმეტესობა (57%) ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, ტურისტულ ზონებში).

კვლევაში ჩართული პირები ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ:

• რუსეთი საქართველოს მტერია (40.6%);
• რუსეთის მოქალაქეების მიერ წარმოებული ბიზნესი საქართველოში კონკურენციას უწევს ადგილობრივ ბიზნესს და შედეგად ამცირებს მათ შემოსავლებს (37.9%);
• რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ (11.1%).

„რუსი „ტურისტებისთვის“ საქართველოში ხელშემწყობი ბიზნესგარემოს შექმნა, პირდაპირი ეკონომიკური საფრთხის შემცველია ადგილობრივი ბიზნესისთვის, რამდენადაც ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ზრდის კონკურენციას ქვეყნის ბაზარზე და, შესაბამისად, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამ გზით მოსალოდნელ ფინანსურ კეთილდღეობაზე. პროცესის მსხვერპლად კი გვევლინებიან ის ბიზნესები, ვინც წლიდან წლამდე ტურისტული სეზონის მოლოდინშია და რომელთა ეკონომიკური სიძლიერე სეზონური შემოსავლის მთელ წელზე გადანაწილების პრინციპზეა აგებული“, - განმარტავს „ეისითის“ კომპეტენციის ლიდი ნათია რუხაძე თავის მიმოხილვაში, რომელშიც კვლევის შედეგებია წარმოდგენილი.

ცნობისთვის, კომპანია ეისითიმ მოსახლეობის გამოკითხვა ტურიზმის საკითხებზე 2022 წლის 11-16 ივნისის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 800-ზე მეტმა შემთხვევითად შერჩეულმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო ქვეყნის მასშტაბით.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა