მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნა, რომელიც გალფის ქვეყნებიდან გვაქვს, რუსეთის ბაზრის დანაკლისს შეავსებს" - "აგროლეინი"

622da70940e09
მარიამ იზორია
14.03.22 09:40
1307
ლურჯი მოცვის გადამმუშავებელი საწარმო “აგროლეინი” რუსეთის ბაზარს დატოვებს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, კომპანიისთვის რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან “აგროლეინს” მოცვი ექსპორტზე ძირითადად გალფის ქვეყნებში გააქვს და იმ რაოდენობას, რასაც აქამდე რუსეთში ყიდდა, ამ ბაზრებზე გადაანაწილებს.

გიორგი ღვინიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ გალფის ქვეყნებიდან(საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი)მოთხოვნა გაზრდილია და იმის მიუხედავად, რომ რუსეთში მოცვის ღირებულება რამდენიმე დოლარით მეტია, კომპანიას ექსპორტის შეჩერების გამო ფინანსური დანაკარგი არ ექნება.

“აქამდეც რუსეთში იმიტომ ვყიდდით პროდუქტს, რომ ფასი რამდენიმე დოლარით მაღალია, მაგრამ ის მოთხოვნა, რაც ახლა გალფის ქვეყნებიდან გვაქვს, მთლიანად გადაფარავს ამ დანაკლისს, სხვა ბაზრებზე გავიტანთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე, ეს საკითხი ამით დაიხურება”, - ამბობს “აგროლეინის” დირექტორი.

ცნობისთვის: “აგროლეინი” ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ გასულ სეზონზე 150 ტონა მოცვი გადაამუშავა და პროდუქტის დაახლოებით 75 % ექსპორტზე გაყიდა.