მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოველი, რომ შევთანხმდებით საქართველოსა და ბოსნია–ჰერცოგოვინასთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე"

623b40d187485
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.22 19:37
2395
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ხვალ NATO-ს რიგგარეშე სამიტზე, იმედი აქვს, რომ უკრაინის დასახმარებლად სახელმწიფოები კიდევ მნიშვნელოვანი ზომების გატარებაზე შეთანხმდებიან. 

ამასთანავე, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ის მოელის, NATO-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მხარდაჭერისთვის კონკრეტულ  გადაწყვეტილებებს მიიღებენ. 

"ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გასცდეს უკრაინის ფარგლებს და არ გახდეს კონფლიქტი NATO-სა და რუსეთს შორის. ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ მსხვერპლსა და ნგრევას.

ასევე მოველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით სხვა პარტნიორებისთვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის არიან საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან ერთად ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ სუვერენიტეტისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების დაცვაში,"- აცხადებს იენს სტოლტენბეგრი.

ხვალ, 24 მარტს NATO სახელმწიფოს მეთაურების დონეზე რიგგარეშე სხდომას გამართავს, სხდომას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.