22.აგვისტო .2019 20:19

"მოვუწოდებ რუსული "პაგონების" ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ"

views 3321
უკან

"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ–ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იგი აპირებს იმ საკითხების გახმოვანებას, რაც სამთავრობო უწყებებში ანაკლიის პორტის საწინააღმდეგო "დინებებს" ეხება.

მან მედიასთან განცხადება პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება მოხდა.

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომელთაც გავახმოვანებთ და მთელ საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ამ ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს.

ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ შემოტრიალება ევროპისკენ. ეს არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია, ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, რომ არაფერი გამოგივათ. ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკისა და ევროპის ინვესტიციებით", – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა