"ფრონტერა" მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პატივი სცეს და შეასრულოს თავისივე გადაწყვეტილება, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს კონტრაქტის შეწყვეტას ჩვენს კომპანიასთან, რითიც გვემუქრებოდნენ აპრილიდან მოყოლებული. მსგავსი დადებითი განცხადებების გავრცელება მედიაში მთავრობის სხვა წევრებმაც გააგრძელეს. ფრონტერა მიესალმა ამ ამბავს. მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან არანაირ მცდელობას არ ჰქონია ადგილი, რომ პრემიერ მინისტრის ეს სიტყვები რეალურ ქმედებაში ასახულიყო. უფრო მეტიც, პრემიერ მინისტრის კონსტრუქციული განცხადების შემდეგ მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ „დროებით აჩერებს“ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურას.
ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ფრონტერას მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას. რაზეც მეტყველებს ამ დღეებში მთავრობის მიერ ორგანიზებული და გავრცელებული ყალბი ამბები, თითქოს ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავა მოიგო, თითქოს ფრონტერას 84 თანამშრომელს 17 თვეა ხელფასი არ მიუღია და ა.შ. ეს სიცრუეა!
კვლავ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის გამიზნული ტყუილის გავრცელების კამპანია და ამის ნაცვლად საჯარო განცხადებებს მოეკიდოს გულწრფელად, ხოლო ჩვენს კომპანიას კი ჭეშმარიტი პარტნიორობის სულისკვეთებით.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეგვხვდეს კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოგვცეს გარანტია, რათა უსაფრთხოდ, კონტრაქტის შეწყვეტის მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე დავუბრუნდეთ სამუშაოებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ