მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოხარული ვარ, რომ ბრიუსელში პირველ სამუშაო ვიზიტს ვიწყებ" - ღარიბაშვილი

6283536b05ad3
მარიამ იზორია
17.05.22 11:50
673
პრემიერ-მინისტრი თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი პასუხების გადაცემის შემდეგ ბრიუსელში პირველ სამუშაო ვიზიტს იწყებს. ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერში” აქვეყნებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის შესაძლებლობა ექნება.

"თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში. შევხვდები ევროპელ პარტნიორებს და მექნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის შესაძლებლობა", - აღნიშნავს პრემიერი.