მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოხარული ვართ პრემიერის განცხადებით, რომ საქართველო არ იქნება სანქციების არიდებისთვის გამოყენებული"- ელჩი

626d68894890c
BM.GE
30.04.22 20:39
1392
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მიესამლება პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ დაუშვებს მის ტერიტორიაზე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას. 

კელი დეგნანი ასევე ყურადღებას ამახვილებს შიდა პოლიტიკურ დისკუსიაზე და ამბობს, რომ ამ მხრივ მხარეებს შორის არსებული ურთიერთდაპირისპირება და ისეთი ეპითეტების გამოყენება, როგორიცაა ომის პარტია ან მოღალატე, საქართველოს არ აძლიერებს და პირიქით მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს. 

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი. რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს.

სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: "მოღალატე", პრორუსული პარტია" "ომის პარტია" და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს - "ძალა ერთობაშია",- აღნიშნავს კელი დეგნანი.