29.აპრილი .2020 21:40

"მქონდა მოლოდინი, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდებოდა" – ფინანსისტი

views 502
უკან

წინა წლის ბოლოდან მქონდა მოლოდინი, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდებოდა, - ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8,5%-მდე შემცირების შესახებ.

„ჩემი მოლოდინი უკვე დიდი ხანია არის, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს, ვინაიდან მხოლოდ გადაცვლის კურსით გამოწვეული ინფლაცია ჩემთვის არ არის „მართალი ინფლაცია“. როგორც წესი, მისი ცვალებადობა ძალიან დიდია და როგორც კი სწორდება მოლოდინები, ინფლაციაც იკლებს. ამ ეტაპზე, წინა წლის ბოლოდან ვიყავი იმის მოლოდინში, რომ მონეტარული პოლიტიკა შემცირდებოდა, რადგან მოთხოვნა იყო შემცირებული“, - განაცხადა რევიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მანამდე რეფინანსირების განაკვეთი 9%-ს შეადგენდა.