მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობა განვადებით” - პრემიერის ინიციატივაზე ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს 17 თებერვალს შეხვდება

620b8a8c01aa0
თელარა გელანტია
15.02.22 15:11
1926
"მშენებლობა განვადებით” - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამშენებლო ბიზნესს 17 თებერვალს შეხვდება. ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა განაცხადა.

„პრემიერის ინიციატივის შესახებ ტელევიზიიდან გავიგეთ, მაგრამ უახლოეს დღეებში, კერძოდ, 17 თებერვალს იგეგმება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრა, სადაც მოგვეცემა საშუალება, დავსვათ ყველა კითხვა, რაც გვაქვს და <ლევან დავითაშვილს> ვესაუბროთ ჩვენი მოლოდინების შესახებ“, - თქვა ანა საბახტარიშვილმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ზოგადად, ინიციატივას მიესალმება, მაგრამ პროგრამის პირობებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ და პასუხების მიღებას შეეცდებიან.

რა კითხვები აქვს სამშენებლო სექტორს პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამაზე

სამშენებლო ბიზნესს მივცემთ გარანტირებულ დაკვეთას, თანხას კი განვადებით გადავიხდით - პრემიერი