მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობა განვადებით" - რა კითხვები აქვს მთავრობასთან კერძო სექტორს?

620e2b5d317ff
მარიამ ვარადაშვილი
17.02.22 15:00
1311
„მშენებლობა განვადებით“ - ეს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში სამშენებელო ბიზნესს მთავრობა მისცემს გარანტირებულ დაკვეთას სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის, თანხას კი გადაიხდის განვადებით, 5-6 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ინიციატივას ახლა დარგის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცნობს

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, მთავრობის მიერ დააანონსებული პროექტი სასარგებლო იქნება როგორც კერძო, ასევე საჯარო ინტერესებისთვის.

“სასარგებლოა რამდენადაც ის, რაც წლების განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო 4-5 წელიწადში, ეს 1.5 წელში გაკეთდება, რაც ნიშნავს, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნება. ვფიქრობ, ბიუჯეტისთვის და ქვეყნისთვის საბოლოო ჯამში სასარგებლო იქნება. კითხვები გაქვს, ბანკებთან ინტერაქცია როგორ მოხდება, რა ტიპის გარანტიებზე იქნება საუბარი, საპროცენტო განაკვეთები როგორი იქნება, რა ვალუტაში გაიცემა სესხები და ა.შ. ეს არის კითხვები, რომლებიც შეხვედრის განმავლობაში ალბათ დაზუსტდება"- განაცხადა ვეფხვაძემ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან.