1 აგვისტოდან „სილქნეტის“ ინტერნეტ-მშობლის სერვისი ამოქმედდება, - ამის შესახებ „სილქნეტის“ კომერცულმა დირექტორმა, ბაჩო ჩინჩალაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. როგორც ჩინჩალაძემ განმარტა, ახალი სერვისის მეშვეობით მშობელს შესაძლებლობა მიეცემა არასრულწლოვანი შვილის სმარტფონი აკონტროლოს.
„1 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი ახალი პროდუქტი, ე.წ. ინტერნეტ მშობლის სერვისი, რომელიც ასევე ახალია ბაზრისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კომპანია პოზიციონირებდეს როგორც უსაფრთხო პროდუქტის მიმწოდებელი კომპანია. დღეს უკვე ადრეული ასაკიდან ბავშვებს აქვთ სმარტფონები, აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები იყვნენ დაცული სოციალურ სივრცეში, არ ჰქონდეთ დაშვება არალეგალურ საიტებზე, რაც მათთვის არის საფრთხის შემცველი. ამ ყველაფრის მონიტორინგის და ბლოკირების საშუალებას იძლევა ჩვენი ახალი სერვისი, რომელსაც აბონენტებს შევთავაზებთ.
იდეა არის შემდეგში - მომხმარებელი გაივლის რეგისტრაციას, თავის სმარტფონზე ექნება აპლიკაცია, რომელიც იქნება ქართულ ენაზე ადაპტირებული და ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებლობა მიეცემა თავისი არასრულწლოვანი შვილის სმარტფონზე მოახდინოს მონიტორინგი. შესაძლებლობა ექნება მაგალითად დაბლოკს youtube-ლინკი, რომელიც მისი შვილისთვის სასურველი არ არის. ასევე, ონლაინ რეჟიმში შეუძლია მისი ადგილმდებარეობის დანახვა. ჩვენ გვინდა მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი, რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რას აკეთებს მათი შვილი“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ