მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად მოვამზადეთ სტრატეგია, რომელიც კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად"

5f1aba2e75eb7
BM.GE
24.07.20 14:37
845
"გვქონდა შესაძლებლობა, ქართველ ექსპერტებთან ერთად განგვეხილა ჩვენი განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, სადაც, რა თქმა უნდა, იკვეთება კონკრეტული სექტორები, - ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად, განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე იმსჯელეს.


როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ის სექტორები განიხილეს, რასაც საქართველოში ინვესტიციის კუთხით მეტი უპირატესობა აქვს.


„ჩვენ მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად გავაკეთეთ ძალიან საინტერესო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას, აქედან ჩვენ უმეტესობასთან გავაგზავნეთ უკვე წერილები და აქტიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია.

განვიხილეთ ის სექტორები, რასაც მეტი უპირატესობა აქვს საქართველოში ინვესტიციის კუთხით და ასევე განვიხილეთ ის შესაძლო ინვესტორების დახმარების სქემები, რომლებიც ჩვენ შეიძლება უახლოეს მომავალში წარვადგინოთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.