მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიო შეძრწუნებულია რუსეთის მიერ დღევანდელი სარაკეტო დარტყმით" - ბლინკენი

62ba096f86bd4
ალა ისპირიანი
28.06.22 00:10
1283
მსოფლიო ლიდერები უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში, რუსეთის მიერ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურნენ, სადაც გავრცელებული ინფორმაციით 58 ადამიანი დაშავდა, 11 კი დაიღუპა.

„მსოფლიო შეძრწუნებულია რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმით, რომელიც უკრაინის ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ თავდასხმამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სისასტიკე და ბარბაროსობა აჩვენა.

დღეს განხორციელებული სარაკეტო დარტყმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც დაგმო და მას სავალალო უწოდა.