მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიოსა და საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე აღრიცხულია"

60630ec8a41ee
თათია კაკიაშვილი
30.03.21 20:34
1278

„ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოში პირველები იყვნენ, ვინც "მოდერნას" კოვიდ-საწინააღმდეგო რნმ ვაქცინით აიცრნენ, უკვე 13 თვეა, პრეპარატით გამომუშავებულ იმუნიტეტს ინარჩუნებენ“, - ამის შესახებ BMG-ისთან ექიმმა-ინფექციონისტმა, მამუკა მაჩაიძემ განაცხადა.


მისივე თქმით,  იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, კონკრეტულ შემთხვევაში რეინფიცირება ნამდვილად დადგა თუ არა, ვირუსით დაავადების თავდაპირველი შემთხვევიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 28 დღე და უნდა დადგინდეს შტამი - ხელახალი შემთხვევა თავდაპირველ შტამს ჰგავს თუ ახალი მახასიათებლები აქვს. ამის განსაზღვრა კი, ექიმ-ინფექციონისტის თქმით, ძვირი ფუფუნებაა.

„დღეს მსოფლიოში და საქართველოშიც COVID-19-ით რეინფიცირების იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე ამის აღრიცხვა და გაჟღერება ხდება. დღემდე არსებული კვლევებით, COVID-ვირუსის რეინფიცირების მაჩვენებელი 4-დან 9%-მდე მერყეობს, რაც ნამდვილად არ არის დაბალი რიცხვი. ერთადერთი გამოსავალი, რომ ვირუსით ხელახალ დაავადებას თავი შედარებით მარტივად გავართვათ, არის ვაქცინაცია“, - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ.  

მაჩაიძის თქმით, არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვაქცინა COVID პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს 95%-ით ამცირებს.