19.მარტი.2016 10:08
ბიზნესი

"მსხვილი მარკეტები სადისტრიბუციო კომპანიებს ქსელში შესვლის სანაცვლოდ თანხებს სთხოვენ"

"მსხვილი მარკეტები სადისტრიბუციო კომპანიებს ქსელში შესვლის სანაცვლოდ თანხებს სთხოვენ"
ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის განცხადებით, მსხვილი ქსელური მარკეტები სადისტრიბუციო კომპანიებზე მძიმე ზეწოლას ახდენენ. როგორც დიმიტრი შენგელია განმარტავს, მიმდინარე წლიდან, მსხვილმა ქსელურმა მარკეტებმა მათ ქსელში ახალი პროდუქტების შეტანის სანაცვლოდ, სადისტრიბუციო კომპანიებისგან ათასობით ლარი მოითხოვეს.

"მათ ქსელში ახალი პროდუქტი რომ დავარეგისტრიროთ, ამაში უნდა გადავიხადოთ საკმაოდ დიდი თანხა. არ არის საუბარი 2 000 ლარზე, საუბარია 10 000 ლარზე და მეტ თანხებზე. ასეთი შეზღუდვის გამო დისტრიბუტორებს აღარ აქვთ სურვილი მათ რაიმე შესთავაზონ ან ქვეყანაში შემოიტანონ რაიმე ახალი ბრენდი", - აცხადებს დიმიტრი შენგელია.
 
როგორც "დიპლომატ ჰოლდიგის" გენერალური დირექტორი ამბობს, დღეს მცირე მარკეტების დრო წარსულს ბარდება და მათ ადგილს მსხვილი სუპერმარკეტები იკავებს.

"ამით სარგებლობენ მსხვილი სუპერმარკეტები და წელიწადში რამდენჯერმე გვიცვლიან პირობებს. ხდება ისე, რომ გვთხოვენ მეტ ფასდაკლებებს, მეტ ბიუჯეტს და ამავდროულად გადახდებს დროულად არ აწარმოებენ", - აცხადებს დიმიტრი შენგელია.

მისი თქმით, თუ არ შედგა კონსესუსი მომწოდებელსა და რითეილერს შორის აღნიშნული პრობლემა ყოველთვის იდგება დღის წესრიგში.

"ჩვენ ვეცდებით ვეძებოთ ალეტრანტიული გასაღების ბაზრები, თუმცა სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ მსხვილი მარკეტები ვითარდებიან, წვრილები კი ვერ მუშაობენ. საბოლოო ჯამში მსხვილი მარკეტები გვაზარალებენ ასეთი მიდგომით. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა", - აცხადებს დიპლომატ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი.

საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესკონტაქტი" აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვებას მსხვილი ქსელური მარკეტებიდანაც შეეცდება და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

12.აპრილი.2019 19:45
348

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1004

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
392

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1104

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
263

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად
30.მარტი.2019 11:45
3865

სასტუმრო "ქვევრი" - კახეთში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო შენდება

ვრცლად