მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი არხის" ეგზიტპოლი: კახა კალაძე - 49%, ნიკა მელია - 51%

617d685256bb4
ინგა მურუსიძე
30.10.21 20:03
1200
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც კვლევითმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარეს.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეგზიტპოლი ჩაატარა კომპანია "ანოვამ". ტელეკომპანიამ ეგზიტპოლი ხუთ ქალაქში ჩაატარა. 


"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 49%-იანი მხარდაჭერა მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ამომრჩეველთა 51%-მა დაუჭირა მხარი.

ინფორმაციისთვის: არჩევნების პირველ ტურში "მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებდა საერთაშორისო ორგანიზაცია IPSOS, თუმცა რამდენიმე დღის წინ  "მთავარ არხსა" და ISPOS-ს შორის ხელშეკრულება შეწყდა. ტელეკომპანია აპირებს, კვლევით ორგანიზაციას არბიტრაჟში უჩივლოს.