„უნიკო“ და „იგი“ - ეს იმ მეღვინეობის სახელებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა. ორივე მათგანს მეღვინე-სომელიე ნიკოლოზ ხომასურიძე და მისი პარტნიორი ნუკრი სამყურაშვილი ქმნიან.
აღნიშნულ ორ მეღვინეობას ერთმანეთისგან დამზადების ტექნიკა განასხვავებს. როგორც ნიკოლოზ ხომასურიძე BM.GE-თან საუბარისას ყვება, „იგი“ ქართული ტრადიციული, ქვევრში დაყენების მეთოდით მზადდება, „უნიკო“ კი თანამედროვე ტექნოლოგიებით, ერთგვარი გაბლენდვის მეთოდით იქმნება.
„ორივე მათგანის შექმნა ჩვენი პროფესიიდან და ღვინის სიყვარულიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. „იგის“ თბილისში, ივერთუბანში არსებულ საოჯახო მარანში ვაწარმოებთ, ქვევრში დაყენების ტექნოლოგიით ვამზადებთ და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება, ძალიან ფრთხილად ვუდგებით ობიექტების არჩევის საკითხს, რადგან ჯერ მცირე რაოდენობა გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საუკეთესო ღვინის ბარებსა და რესტორნებში შევიდეთ, გასულ წელს 1 500 ბოთლის რეალიზება მოვახერხერთ. მოლაპარაკებებს ამერიკასა და საფრანგეთში ვაწარმოებთ და წარმადობის გაზრდის შემდეგ შესაძლოა ამ ბაზრებზეც აღმოვჩნდეთ.
რაც შეეხება „უნიკოს“, ღვინო საგურამოში არსებულ მცირე მარანში იქმნება, პირველი მოსავალი 2021 წელს მივიღეთ, აქ უკვე მაქსიმალურად ვეცადეთ ევროპული ტექნოლოგიები შემოგვეტანა, ისეთი, როგორიც ესპანეთსა და საფრანგეთშია გავრცებული, კონკრეტულად გვაქვს ღვინო რქაწითელი-ციცქა, რომელშიც ორი კუთხის ღვინოა შერეული და გაბლენდვის მეთოდით შექმნილი. გვინდოდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის უცხო პროდუქტი შეგვეთავაზებინა, სულ მალე „უნიკოც“ გამოჩნდება სხვადასხვა ობიექტებში. გასული წლის მოსავლით 1 200 ბოთლი ვაწარმოეთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ხომასურიძემ.
მეღვინეები მხოლოდ ღვინის წარმოებით არ შემოფარგლულან და დაახლოებით ერთი წლის წინ, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ღვინის მაღაზია „ენოლოგი“ გახსნეს, სადაც მათივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად სხვა მცირე ღვინის მეწარმეების პროდუქტიცაა წარმოდგენილი.
„ძალიან ბევრი მეღვინე და ღვინო გვყავს აღმოსაჩენი, ამაზე მაქსიმალურად ვმუშაობთ. ჩვენი მაღაზია ისეთ ადგილასაა, რომ უმეტესად ტურისტები გვსტუმრობენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მათ ქართული ღვინო გავაცნოთ.
აქცენტს ვაკეთებთ მცირე მეწარმეებზე, რომლებიც მთელ სულსა და გულს დებენ ღვინის შექმნაში და მუშაობენ ხარისხზე.“ - უყვება მეღვინე BM.GE-ს.
მეღვინეობასთან ერთად ნიკოლოზ ხომასურიძემ პანდემიის პერიოდში რაჭაში ფუტკრის ოჯახებიც შეისყიდა და თაფლის წარმოებასაც შეუდგა, მისი ცნობით, სულ მალე თაფლთან ერთად სხვა ნატურალური პროდუქტების წარმოებასაც დაიწყებს.
„როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და არ ვიცოდი რა მეკეთებინა, მეფუტკრეობის კურსები ონლაინ გავიარე, შემდეგ რაჭაში, ჩემს სოფელში ორი ოჯახი ფუტკარი დავსხი, მერე გავამრავლე და ახლა 10 ოჯახი მყავს. გასულ წელს 100 კილოგრამამდე თაფლი ვაწარმოე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე „რაჭისანი“-ს სახელით, მათ შორის ჩვენს ღვინის მაღაზიაშიც რეალიზდება, საფასური დაახლოებით 25 ლარია.
მალე ამ საქმიანობის გაფართოებას და სხვა ნატურალური პროდუქტების წარმოებასაც ვგეგმავ, უახლოეს მომავალში კი ექსპორტზეც ვიფიქრებ“,- ამბობს ხომასურიძე.
რაც შეეხება გამოწვევევებს, მეღვინეები ამბობენ, რომ ძირითადი სირთულე ცნობადობის ამაღლება და მარნების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაა.
ინფორმაციისთვის, „უნიკოსა“ და „იგის“ ღვინის საბაზრო ღირებულება 20-25 ლარს შორის მერყეობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი