საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ, - ამის შესახებ ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში, რომელიც საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება.
როგორც კონსორციუმში ამბობენ, მთავრობას თავად არ სჯერა, რომ გამოჩნდებიან შესაფერისი პრეტენდენტები ანაკლიის პორტის პროექტზე გამოსაცხადებელ ტენდერში მონაწილეობისთვის.
„არც ერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა მთავრობა ADC-ს და უცხოელ ინვესტორს - ბობ მეიერს.
განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტში შემდეგი ჩანაწერია მოცემული ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის თაობაზე: “შესაძლო რისკები - არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები”.
ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტისთვის. არბიტრაჟის დაწყება მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია, შესაბამისად ის არის პასუხისმგებელი საქართველოს სამომავლო ზრდისა და განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებაზე.
მთავრობას თავად არ სჯერა, რომ გამოჩნდებიან შესაფერისი პრეტენდენტები ანაკლიის პორტის პროექტზე გამოსაცხადებელ ტენდერში მონაწილეობისთვის. ეს კლავს იმედებს, რომ საქართველოში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და გვექნება ეკონომიკური ზრდა, რაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ასეთ სტრატეგიულ პროექტს“, - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
კონსორციუმში ამბობენ, რომ ახლა საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები და იმოქმედონ საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ამაზე კი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. არათუ ახლო მომავალში ვერ ნახავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებული რეპუტაციული ტრიბუნალის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდი ალბათობით წააგებს დავას და სახელმწიფოს მოუწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ქვეყანას კი ექმნება დამატებითი ეკონომიკური რისკები იმ ზიანის გამო, რაც ადგება საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ინვესტორების თვალში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინვესტორები კვლავ რჩებიან მზადყოფნაში, რომ განაახლონ ანაკლიის პორტის პროექტი, მოიწვიონ ახალი ინვესტორები და პარტნიორები, რომ საქართველომ შეძლოს იმ პოტენციალის რეალიზება, რაც ამ პროექტს მოაქვს. მხოლოდ ის არის საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები და იმოქმედონ საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?