მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ საკმარისად კარგად ვერ იმუშავა" - ფინანსისტი $1,5 მლრდ სესხის მოზიდვაზე

5ee0dab297435
ინგა მურუსიძე
11.06.20 09:45
875
"ვფიქრობ, მთავრობამ ამ მიმართულებით საკმარისად კარგად ვერ იმუშავა" - ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მთავრობის მიერ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 1,5 მლრდ დოლარის მოზიდვას.

ბედინეიშვილის აზრით, უკეთესად მუშაობა შესაძლებელი იყო, თუმცა ზოგადად, დახმარების თვალსაზრისით, დონორების კრიტერიუმი, ყოველთვის  პოლიტიკურ ვითარებაზე, გამჭვირვალობაზე და ა.შ. გადის.

„არ მგონია, რომ კარგი ნამუშევარი იყოს. შეიძლებოდა უკეთესადაც მუშაობა... ის, რომ ფაქტობრივად, ევროპელები და ამერიკელები გვეუბნებიან, პოლიტიკური პატიმრები გყავთო, არ შეიძლება არ მოქმედებდეს სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებებზე. თვალი არ უნდა დავხუჭოთ ამაზე... ამდენად, ვფიქრობ, უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლებოდა და დონორები არიან ერთადერთი, ვისაც მოკლე ვადაში შეუძლიათ ჩვენი დახმარება. ჩვენ ვერ მივხედეთ მოკლე დროში ეკონომიკას იმისთვის, რომ გავძლიერებულიყავით, ამიტომ დონორების იმედზე ვართ“, - ამბობს ფინანსისტი.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა COVID-19-ის კრიზისის გამო, ახალი ვალის სახით 4.47 მილიარდი ლარის აღებას გეგმავს.

რომელი კრედიტორებისგან იღებს საქართველო ახალ სესხებს