მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობასაც და საზოგადოებასაც უნდა გვახსოვდეს, რა სირთულეები მოჰყვა რეგულაციების არდაცვას"

60c9d950d9b16
ინგა მურუსიძე
16.06.21 15:00
196
"მთავრობასაც და საზოგადოებასაც უნდა გვახსოვდეს, რა სირთულეები მოჰყვა რეგულაციების არდაცვას", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით.

"მნიშვნელოვანია, საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს - მთავრობასაც და საზოგადოებასაც, რა სირთულეები მოჰყვა რეგულაციების არდაცვას. შრომის ინსპექცია ინტენსიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ აღსრულებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა იყოს დაცული;

თუმცა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რომ რეკომენდაციების დაცვა მათი უსაფრთხოებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი, რათა ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: 1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.