მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის გადაწყვეტილებით, „ლუფტჰანზა“ შეძლებს თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს"

5f0745f058562
BM.GE
09.07.20 21:00
1033
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის #322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნხენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“ უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნხენს შორის თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით.

მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ“ - ში (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.

„საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურად აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ „ნოტამ“- ში ცვლილების შეტანის შესახებ,“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.