მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუსიკოსების ანაზღაურებაში ევროპისგან შორს ვართ, სამაგიეროდ, თბილისში ბინის ფასები ბერლინის ფასებს უტოლდება"

6263bf1a7c540
მარიამ იზორია
23.04.22 21:00
1826
„საქართველოში მუსიკოსობა ნორმალურ ანაზღაურებასთან ძალიან შორს არის“ - ამის შესახებ BMGDRIVE-ს ეთერში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, კლასიკური მუსიკის სფეროში დასავლეთსა და ევროპაში მოღვაწეობენ მაღალი შემოსავლები აქვთ, თუმცა განსხვავებული სიტუაციაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

„ორკესტრის წევრებს, კლასიკური მუსიკის წარმომადგენლებს განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ. პოსტსაბჟოთა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთან კი სიტუაცია განსხვავებულია. საქართველოში მუსიკოსობა ნორმალურ ანაზღაურებასთან ძალიან შორს არის. ისევე, როგორც ქართული ეკონიმიკაა შორს სხვა ქვეყნებისგან.

ჩვენ, ინდოეთის არ იყოს, რაღაც მიმართულებებში, მათ შორის ანაზღაურების კუთხით, ამერიკასა და ევროპისგან შორს ვართ, მაგრამ რაღაც მიმართულებებში თითქმის თანაბრად. მაგალითად, მე მგონია, რომ თბილისის ბინის ფასები ბერლინის ბინის ფასებს უტოლდება. ამასთან, საქართველოში არსებობს თანამდებობები, რომელთა თვიური ანაზღაურება ჩემი ორი წლის ხელფასის ტოლია“ - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.