მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე პასპორტები" ბიზნესის სტიმულაციას ხელს ვერ შეუწყობს - მაია მურაჩაშვილი

618cf89441d4c
ინგა მურუსიძე
11.11.21 21:21
1166
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რაც სხვა ბევრ ობიექტთან ერთად, რესტორნებსა და სასტუმროებში აუცრელი ადამიანების შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, რესტორნებს მუშაობის უფლება მხოლოდ 23:00 საათამდე აქვთ.
 
ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „საქმის კურსში“ სტუმრობისას ამბობს, რომ დამატებითი ჩარჩოები რესტორნებისა და სასტუმროებისთვის მისაღები არ არის.

„კერძო სექტორი არ ვართ ვალდებული ვუთხრათ, ან ვურჩიოთ ჯანდაცვას, თუ როგორ უნდა დააჩქაროს ვაქცინაცია, მაგრამ ეს ცალსახად არ უნდა მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებებით, რომელიც ცალსახად, ბიზნესის სტიმულაციას ვერ შეუწყობს ხელს. მე მესმის, რომ „მწვანე პასპორტები“ ვაქცინაციის სტიმულირებისთვის არის, მაგრამ მეორე მხარეს დგას ბიზნესი. რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, მე არ ვიცი, მაგრამ რა არ უნდა გაეკეთებინა, ეს ნამდვილად ვიცი.

ბიზნესის სტიმულაციას ეს ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისედაც გვაქვს რეგულაციები სასტუმროებში. როგორც ასეთი, არანაირი სტატისტიკა არ არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ სასტუმროები, ან რესტორნები დაავადების გავრცელების ყველაზე დიდი წყაროა. იმ ობიექტებში, რომლებიც რეგულაციებს ასრულებდნენ, დასნებოვნების შემთხვევები არ ყოფილა“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.