მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე პასპორტების" ფართოდ გამოყენებას აღსრულების საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება“ - გაბუნია

616fc8b4ad4d1
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.21 11:41
711
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. "მწვანე პასპორტების" ფართოდ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზია აუცილებელია, რათა ამან საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "მწვანე პასპორტების" ფართოდ გამოყენებას შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, "მწვანე პასპორტების" პრაქტიკა გარკვეული მიმართულებებით უკვე გამოიყენება - მაგალითად,  კონფერენციებზე, ტრენინგებსა თუ სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეობა-დასწრებისას.

„რაც შეეხება მის ფართოდ გამოყენებას, ამაზე მუშაობა ექსპერტებთან ერთად მიდის; ამ ნაწილს სჭირდება როგორც ტექნიკური დამუშავება, ასევე აღსრულების ნაწილის ძალიან საფუძვლიანი ანალიზი, რათა არასასურველი თანმდევი ეფექტები, უკმაყოფილება, ასევე გაყალბების საფრთხეები არ გამოიწვიოს. სხვა ქვეყნებმა ეს გამოიარეს, ასე რომ, როდესაც ყველა ეს რისკი გადაზღვეული იქნება, ამაზე უფრო აქტიური საუბრისთვის მზად ვიქნებით და საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.