მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე პასპორტის" რეგულაციაზე სწორი პოზიცია გვქონდა - „ლეგატომ“ სტუმრების მიღება განაახლა

61f928e947614
ინგა მურუსიძე
01.02.22 16:50
801
საკონდიტრო კომპანია „ლეგატომ“ covid-პასპორტების გაუქმების გადაწყვეტილებასთან ერთად, დარბაზები გახსნა.

„მოგესალმებით! მწვანე პასპორტების რეგულაცია გაუქმდა და გაცნობებთ, რომ ჩვენ გავხსენით დარბაზები.

რეგულაციის შემოღების პირველი დღიდან "ლეგატოს" გუნდი სწორ პოზიციაზე ვიყავით, ჩვენთან მოსულ არცერთ სტუმარს არ შექმნია აღნიშნული რეგულაციისგან გამოწვეული დისკომფორტი, არც ერთხელ ჩვენ მწვანე პასპორტი არ მოგვითხოვია.
ჩვენი სიმართლე ბოლომდე მყარად დავიცავით...

მადლობა ყველას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე ის არის, რომ კომპანია „ლეგატოს“ ადმინისტრაცია "მწვანე პასპორტის" რეგულაცის დისკრიმინაციად მიიჩნევდა და სტუმრებს პასსპორტის შემოწმების გარეშე იღებდა. შრომის ინსპექციამ კომპანია სამჯერ გააფრთხილა, ხოლო მეოთხედ 10-ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. კომპანია უფლებების დაცვას სასამართლოში გეგმავს.