საქართველოში 1 დეკემბრიდან "მწვანე პასპორტების" სისტემა ამოქმედდება, რომლის შედეგადაც რიგ დაწესებულებებში მხოლოდ ვაქცინირებული პირები შეძლებენ შესვლას. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაციისთვის მოტივაციის გაზრდას.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან შეხვედრებს მწვანე პასპორტის ამოქმედების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების წარმომადგენლებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების თაობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ უკუკავშირი, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი დისკუსია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოტივაცია ტურიზმში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, როგორ შეიძლება სწორად ვმართოთ „მწვანე პასპორტების“ ფორმატით სტუმრების მიღება. ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესის ხმა მივიტანოთ საკოორდინაციო საბჭოზე და მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ეპიდვითარების დასტაბილურებას და ეს იქნება მისაღები საოპერაციო პირობები ბიზნეს სექტორისთვის.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბექა ფერაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თუ როგორი წესით მოხდება რეგულაციის აღსრულება.
„ვაგრძელებთ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, თუ როგორ განხორციელდება აღსრულების მექანიზმი პირველი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე ზონების“ და „მწვანე პასპორტის“ კონცეფციით. როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს აღსრულებას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა იმას, თუ როგორი ტიპის იქნება აღსრულება და რა მოთხოვნები იქნება შრომის ინსპექციის მხრიდან და რა ტიპის ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს ამით, იმისთვის რომ მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ და ვირუსის გავრცელება იყოს აღკვეთილი ამ კუთხით.“-განაცხადა ბექა ფერაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ