მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე ქალაქების" პროექტი პირველად თბილისში დავნერგეთ, დღეს მას 50 ქალაქში ვახორციელებთ - ოდილ რენო ბასო

63270aa2357d5
BM.GE
18.09.22 15:58
1188
BMG TV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ საქართველოში ბანკის 30-წლიანი ისტორიის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში EBRD-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში მათ მიერ განხორციელებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დანერგა. საუბარია მწვანე ქალაქების ინიციატივაზე, რომელიც სატრანსპორტო და ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას მოიცავს. ამ პროექტში პირველად თბილისი ჩაერთო.

“კერძო სექტორის გარდა აქტიურად ვთანამშრომლობთ საჯარო სექტორთანაც და მინდა ვახსენო მწვანე სატრანსპორტო პოლიტიკის პროექტი, რასაც თბილისში ვნერგავთ. მწვანე ქალაქის პროექტი, რომელიც ახლა 50-მდე ქალაქში არის დანერგილი, პირველად სწორედ თბილისში გაეშვა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ საქართველო ჩვენთვის იყო ქვეყანა, რომელშიც ახალ და ინოვაციურ პროექტებს ვნერგავდით და ვქმნიდით ახალ კონცეფციებს. თბილისში განხორციელებული გვაქვს ათამდე პროექტი, რომლებიც სატრანსპორტო სისტემების განვითარებაზე, ნარჩენების მართვის პროცესის გაუმჯობესებაზე და ქალაქში ურბანული პირობების განმტკიცებაზე იყო ორიენტირებული და როგორც ვიცი ეს პროექტები აუცილებელია, რადგანაც ქალაქი საკმაოდ სწრაფი ტემპებით იზრდება,”- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ.

მწვანე ქალაქების პროექტის ფარგლებში EBRD-მა თბილისის ავტობუსების პარკის განახლება დააფინანსა.