მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხოლოდ მინისტრის განცხადებით გეგმებს ვერ დავაწყობთ" - ტურისტული სექტორი ფრენების აღდგენაზე

5fdc8507b1135
ინგა მურუსიძე
20.12.20 12:05
1718

საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 14 დეკემბერს თქვა. თუმცა მსგავსი დაპირება მოქალაქეებს არაერთი ახსოვთ, მათ შორის ავიამიმოსვლის გახსნა დაანონსდა 1 ივნისს, მოგვიანებით 1 აგვისტოს და ა.შ.

არაერთხელ შეცვლილი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რას ნიშნავს ტურისტული სექტორისთვის ნათია თურნავას ანონსი, ამ საკითხზე BM.GE ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორს, საბა კიკნაძეს ესაუბრა:

„თუ მართლა გაიხსნება და ასე მოხდა, გეგმების დაწყობას მაშინ დავიწყებთ. შევატყობინებთ პარტნიორებს და აპრილ-მაისის გეგმებს მიაბამენ ალბათ ამ განცხადებას, თუმცა მხოლოდ განცხადება არაფერს გვაძლევს. მარტო ამ განცხადების ნდობა არ იქნება, მეტი უნდა იყოს. ანონსი ივნისშიც გაკეთდა, მაშინაც გავუგზავნეთ ჩვენს კომპანიებს ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება არ შესრულდა, ამიტომ დაველოდებით მაგალითად ხელშეკრულებებს. თუ ავიაკომპანიებთან გაფორმდება შეთანხმების ოქმები, სადაც ცალსახად ეწერება, რომ ამ რიცხვიდან იწყებენ ფრენებს, ეს სხვა რამეა, მაგრამ მხოლოდ მინისტრის განცხადებით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ", - განაცხადა საბა კიკნაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ხელშეკრულებები, ავიაკომპანიებმა უნდა დადონ ინფორმაციები რეისების შესახებ და გეგმების დაწყობაც მერე დაიწყება.

„თუ მარტო მთავრობის ნება გამოცხადდა და არაფერი არ გაფორმდა, არაფერს ნიშნავს. რადგან თურნავამ თქვა, ალბათ იგეგმება, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები წარიმართოს ავიაკომპანიებთან და თანხმობაც შედგეს, თუმცა აქამდე ყოველთვის ასე ხდებოდა, რომ ავიაკომპანიები მზად იყვნენ და ჩვენ არ ვხსნიდით ცას. ივნისი, ივლისი სულ ტყუილად ჩავაგდეთ,  ამაზე უარესი ვერაფერი მოხდებოდა ჩამოსული ტურისტებისგან"-განაცხადა საბა კიკნაძემ.