16.მაისი .2020 15:00

"Mymarket.ge ყველა ნივთს სრულ დეზინფექციას უტარებს" - ნიკა ჩილინდრიშვილი

views 231
უკან

Mymarket.ge-მ ახალი შესაძლებლობა დანერგა, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ ფიზიკურ პირს აქვს საშუალება, გაყიდოს სასურველი ახალი თუ მეორადი ნივთვები სახლიდან, ონლაინ გადახდის და ადგილზე მიტანის სერვისის საშუალებით.

როგორც “საქმიან დილაში” Mymarket-ის პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ყველა ნივთს, რომელიც მომხმარებლამდე მიდის, სრული დეზინფექცია უტარდება და რისკები ნულამდეა დაყვანილი.

"ეს პროექტი საკმაოდ დიდხანს მუშავდებოდა და დიდი დრო დაეთმო ამ მიმართულებას. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, რომ მოხდება ნივთების სრული დეზინფექცია და ნულამდე დავიყვანთ ვირუსის ნივთიდან გადატანის რისკს. ეს პროცესი სრულად არის გატესტილი, ვიცით, როგორც მუშაობს. იყო პროცესში გარკვეული რისკები, თუმცა გადავაზღვიეთ და დღეს ყველა რისკი ნულამდეა დასული", -  ამბობს ნიკა ჩილინდრიშვილი