მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზარეულები გადავამზადეთ და დღეს ისინი მსოფლიო დონის უმ ვეგან მზარეულებს უტოლდებიან’’ - "უმმი"

6393559c33a19
თინათინ ნატმელაძე
09.12.22 21:00
688
ერთი წლის წინ თბილისში პირველი უმი ვეგანური კაფე გაიხსნა, სადაც კერძები ტრადიციული სამზარეულოსგან განსხვავებით ტაფისა და ქვაბის გამოყენების გარეშე, გაღივების, დეჰიდრატაციისა და ფერმენტაციის ტექნოლოგიით მზადდება.

როგორც "უმმი"-ის თანადამფუძნებელმა სალომე კალანდაძემ BM.GE-სთან განაცხადა, არასტანდარტული დამზადების მეთოდების და პრაქტიკის არ არსებობის გამო საქართველოში უმი ვეგანი მზარეული არ არსებობდა და კადრების გადამზადება თავად მოუწიათ.

"ამჟამად 15-მდე ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა რაც შეეხება მზარეულების საკითხს, აქ საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა, საქართველოში უმი ვეგანი მზარეული არ არსებობდა და ჩვენ შევქმენით. ეს საკმაოდ სპეციფიკური საკითხია, სტანდარტული სამზარეულოსგან განსხვავდება. ჩვენც თავიდან ერთ-ერთი გერმანელი შეფის კურსები გავიარეთ, შემდეგ ჩვენი მზარეულებიც გადავამზადეთ, ტექნიკა ვასწავლეთ და ამჟამად ისეთი შედეგი გვაქვს, რომ ისინი მსოფლიო დონის უმ ვეგან მზარეულებსაც კი უტოლდებიან,’’ - აცხადებს სალომე კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ "უმმი" თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს და კაფეს ტერიტორიაზე 30-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. მისი კერძების საფასური კი 15-40 ლარს შორის მერყეობს.