მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მარტში გამოცხადდება" - ნათია თურნავა

5e2fd83698840
ინგა მურუსიძე
28.01.20 10:45
2064
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მარტში გამოცხადდება.

თურნავას თქმით, მთავრობა ელოდება, რომ ინტერესი მაღალი იქნება და ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას.

„უკვე მარტში ვფიქრობთ, რომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, მთავრობის მხარდაჭერით, გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას 30 მეგავატამდე, პირველი შედარებით მსხვილი მზის ელექტროენერგიის გამომამუშავებელი სადგურის შენებლობაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ინტერესი იქნება მაღალი და ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა თურნავამ.