მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზის პანელები 15-20%-ით გაიაფდა" - Helios energy

63d62c33bc6a9
მარიამ იზორია
29.01.23 16:00
3439
კომპანია “Helios energy”-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე მზის პანელებზე ფასები დაახლოებით 15-20%-ით შემცირდა. მისი განმარტებით, ფასების კლება აზიის ქვეყნებში სილიციუმის გაზრდილ წარმოებას უკავშირდება.

„ევროპაში მზის პანელების მაღალი მოთხოვნა გაჩნდა. მაღალმა მოთხოვნამ აზიის ქვეყნებს აიძულა წარმოება გაეზარდათ, ეს განსაკუთრებით სილიციუმს ეხება. ჩინეთში ამის გამო სილიციუმის წარმოება იმდენად გაიზარდა, რომ მზის პანელებზე ფასებმა 15-20%-ით დაიკლო, ეს მისასალმებელია. გაიაფებული მზის პანელები კიდევ ერთი მასტიმულირებელი იქნება იმისა, რომ მზის ელექტროსადგურებში საინვესტიციოდ კარგი მოცემულობა შეიქმნას“ - ამბობს “Helios energy”-ს დამფუძნებელი.

რაც შეეხება უშუალოდ “Helios energy”-ს ფასებს, კომპანიაში კილოვატის სიმძლავრის პანელის ღირებულება $550-$750 ფარგლებში მერყეობს. თორნიკე დარჯანიას განმარტებით, პირობითად, $550-იანის განთავსების შემთხვევაში, ჩადებული ინვესტიციების უკუგების პერიოდი დაახლოებით 4.5 წელია. კომპანიის მიერ შეთავაზებული საგარანტიო პერიოდი კი 10 წელზე მეტია.