მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანჰესის მშენებლობის დაბლოკვაში კონკრეტული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ"- კობახიძე

63f616f3961dd
ინგა მურუსიძე
22.02.23 17:17
1320
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ შეიქმნება „აგენტების რეესტრი“ და ამ რეესტრით გაიგებს საზოგადოება, თუ ვისი დაფინანსებით „დაიბლოკა ნამახვანჰესის მშენებლობა”.

განცხადება მან გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. კობახიძე ამბობს, რომ წინასწარ საუბარი არ სურს, თუმცა აქვე ამბობს, რომ კანონი სავარაუდოდ მიღებული იქნება, რადგან ამ ეტაპზე მოლოდინი ასეთია.

„მაგალითად, შეგახსენებთ, რომ იყო ნამახვანჰესის მშენებლობის თემა და კონკრეტული უცხოური წყაროებიდან – შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება იყო სხვა, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს - ეს იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უზრუნველყოფა. ეს იყო მთავარი მიზანი.

მე არ გავუსწრებ მოვლენებს. როდესაც დაიდება რეესტრი, იქ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსდებოდა და რისთვის ფინანსდებოდა, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება ჩამოიყალიბებს დასკვნას, ვის ინტერესში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები. საზოგადოებას რამდენიმე თვეში ექნება ამის საშუალება. სუს-ს აქვს თავისი ინფორმაცია, თუმცა მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის“, - თქვა კობახიძემ.

რას გულისხმობს კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“?