მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნანგრევებში მოყოლილი 2 ადამიანის ამოყვანა მალე მოხდება“ - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი

616038ec688ad
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 16:31
685
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მგალობლიშვილის ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსიდან 2 პირის ამოყვანა მალე მოხდება, მათგან ერთი ბავშვია. 

„რუსთავი 2“-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ ნგრევის შემდეგ ადგილზე მცირე მანძილიდან აკვირდება მოვლენებს და აქვს ინფორმაცია, რომ 2 პირი მაშველებთან ძალიან ახლოს იმყოფება.

გარდა ამისა, მისი თქმით, მეზობლებთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ნანგრევებში, დაახლოებით, 15 ადამიანია მოყოლილი.

„ჩემი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. დაახლოებით, 2 ადამიანი ძალიან ახლოსაა მაშველებთან და კონტაქტზე არიან, მათგან ერთი ბავშვია. როგორც ვიცი, მაშველები ძალიან მალე ამოიყვანენ ამ ორ ადამიანს. ასევე, რამდენადაც ვიცი, ნანგრევებში მოყოლილია ერთი ბავშვი და ერთი მცირეწლოვანი“, - აცხადებს ვლადიმერ მგალობლიშვილი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.