ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც პროექტით არის შემოთავაზებული, ყველაზე ძვირადღირებულია, რაც შეიძლებოდა შემოეთავაზებინათ, - ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. საუბარია მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე, როდესაც ბიზნესს საკუთარ სპეციფიკურ ნარჩენზე ზრუნვა თავად მოუწევს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კერძო სექტორს ექნება ვალდებულება სპეციფიკური ნარჩენები(შესაფუთი მასალები, პლასტმასის ბოთლები, საბურავები, ზეთები და ა.შ.) თავადვე შეაგროვოს და გადაამუშაოს ან ექსპორტზე გაუშვას.
მისივე თქმით, ბიზნესისთვის შეთავაზებული სისტემა კარგია, თუმცა ძვირი და კერძო სექტორს ამის გადახდა არ შეუძლია. საუბარია დეპოზიტურ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ნარჩენებს სპეციალურ აპარატებში ჩააბარებს და დეპოზიტს(თანხა/ფასნამატი პროდუქციაზე, რომელიც ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვისა და ბიზნესისთვის ხარჯების ზრდის გამო წარმოიქმნება და რომლის დაბრუნებაც მომხმარებელს შეუძლია)უკან მიიღებს.
„სისტემას, რომელიც ევროკავშირთან უფრო დაახლოების პრინციპებით არის საქართველოში შემოტანილი, ჩვენ დასაწყისიდანვე მივესალმეთ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, რომ ვმართოთ ნარჩენები ქვეყანაში, თუმცა ის სისტემა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონქვემდებარე აქტის პროექტით არის შემოთავაზებული, ანუ დეპოზიტურ სისტემა - ეს არის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ამ სისტემაში. ინდუსტრიისთვის ეს არის ძალიან მძიმე ასაწევი, ამდენის გადახდა არ შეგვიძლია. დეპოზიტური სისტემის მართვა მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ დანახარჯებს, მაგალითად ლიეტუვას მხოლოდ ამ სისტემის აწყობა დაუჯდა 30 მლნ ევრო, ხოლო 10 მლნ ევრო ყოველწლიური ინდუსტრიული ხარჯი, ამხელა თანხებს ქართული ბიზნესი ვერ აწევს. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა არის, რომ დავიწყოთ კლასიკური, სეპარირებული სისტემით და ვნახოთ, როგორ წავა პროცესი რამდენიმე წლის შემდეგ“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
რაც შეეხება თავად ბიზნესის შეთავაზებას, ხუნძაკიშვილის თქმით, საქართველოსთვის მისაღები იქნება კლასიკური, სეპარირებული შეგროვების სისტემა, რომელიც მუნიციპალიტეტებთან ერთად უნდა გაკეთდეს და ასევე უნდა დაიწყოს ამ თემის პოპულარიზაცია, რომ საზოგადოებამ ეს ინფორმაცია მიიღოს.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში 1 დეკემბრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, ამ დრომდე კანოქვემდებარე აქტები დამტკიცებული არ არის, ამიტომ პროცესი გაჭიანურდა. წესით დოკუმენტაცია მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა