მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნატახტარი": რუსი იმპორტიორები იმპორტს აჩერებენ, არ იციან მომავალში რა ელით

622e1b6f52093
ანუკა ჯოხაძე
13.03.22 23:00
578
კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი BM.GE-თან აცხადებს, რომ მათი კომპანიის პროდუქციის ექსპორტში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ბაზარს 25% უჭირავს. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს გავლენა ექნება იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტზე რუსეთში გააქვთ. ამ კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხუნძაკიშვილი რუსული რუბლის გაუფასურებას ასახელებს.

“ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რუსული რუბლი გაუფასურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციური პროცესები დაიწყო და ეს პროცესი გაგრძელდება. ამას ემატება მომხმარებლის ქცევის ცვლილება. ამ დროს მომხმარებელი სხვა გადაწყვეტილებებს იღებს. ასევე პრობლემაა ფულადი ნაკადების მართვის საკითხი, რადგან გადმორიცხვები რუსეთიდან შეფერხებულია.

ამ პრობლემებს ემატება ადგილობრივი იმპორტიორების გადაწყვეტილებებიც. ისინი ამ ეტაპზე იმპორტს აჩერებენ, იმიტომ რომ არ იციან მომავალში რა ელით. არ იციან, რამდენად იქნება რუსეთის ბაზარი მსყიდველუნარიანი მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ფინანსური სანქციები თავის საქმეს აკეთებს",-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ცნობისთვის, კომპანია "ნატახტარმა" გასულ წელს 44 მილიონი ლიტრის პროდუქციის ექსპორტი 25 ქვეყანაში განახორციელა. მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შუა აზიაში, ამერიკაში, რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში.