მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნატახტარის" მწარმოებელი კომპანია: "პროდუქციის მარაგებს ვაკეთებთ"

5e94aceb0e633
ნინი ლონგურაშვილი
13.04.20 23:20
1689
ქვეყანაში არსებული ვითარების და პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად, "ნატახტარის" მწარმოებელი კომპანია "ეფეს საქართველო" მარაგებს უზრუნველყოფს. "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, ეს კომპანიას საშუალებას მისცემს ვითარების შესაძლო გართულების შემთხვევაში ბუფერით ისარგებლოს.

“სტრატეგიულად ვუყურებთ ამ ყველაფერს, არავინ არის დაზღვეული, არავინ ვიცით რა მოხდება, პანდემიის როგორი ევოლუცია მოხდება. ჩვენ განვსაზღვრეთ აბსოლუტურად განსხვავებული ცვლები – ორი 12-საათიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, მინიმუმ ორი კვირის მარაგები შევქმნათ პროდუქციის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჰორეკა სექტორის დაახლოებით 20% გაჩერებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ლოგიკურად ჩვენ უნდა შეგვემცირებინა წარმოება, თუმცა წარმოებას არ ვამცირებთ, ჩვენ ვქმნით იმ მარაგებს, იმ რაოდენობას, რომელიც შესაძლო გართულების პერიოდში საშუალებას მოგვცემს ბუფერის ზონით ვიმოქმედოთ", – განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ თანამშრომლებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნონ.