მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნათენაძის მარნის" ღვინო წელს ექსპორტზე იტალიასა და შვედეთში გაიგზავნება

5e22d8985a661
ანუკა ჯოხაძე
18.01.20 14:55
1347

“ნათენაძის მარნის” ღვინო მიმდინარე წელს ექსპორტზე იტალიასა და შვედეთში გაიგზავნება. ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “ნათენაძის მარნის” დამფუძნებელმა გიორგი ნათენაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ორივე ქვეყანაში რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს. ამასთან ერთად, კომპანია ესპანეთის საერთაშორისო ღვინის გამოფენისთვისაც ემზადება, სადაც საქართველოდან მხოლოდ გიორგი ნათენაძის ღვინო იქნება წარმოდგენილი.

“2020 წლისთვის, ვფიქრობ, რომ იტალიისა და შვედეთის ბაზრებზე შევალთ, მოლაპარაკება მიდის არა ერთ, არამედ რამდენიმე კომპანიასთან. თვითონ ვიყავი იტალიაში და გვქონდა ძალიან დიდი ღვინის დეგუსტაცია სომელიებთან, სადაც ჩვენმა მესხურმა ღვინომ საუკეთესო შედეგი აჩვენა, როგორც თეთრმა, ისე - წითელმა, პირველი ადგილი აიღო სომელიეთა ჯგუფის მიერ მიერ დადებულ შედეგებში. შებასამისად, ინტერესი ძალიან გაიზარდა.

შვედეთმა ჩვენი ღვინო გასიnჯა მსოფლიოს საერთაშორისო გამოფენებზე და ახლა ნელ-ნელა ვემზადებით ესპანეთში საერთაშორისო ღვინის გამოფენისთვის“, - ამბობს "ნათენაძის მარნის" დამფუძნებელი.

ნათენაძემ ჩინეთის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამ ბაზარზე ორიენტეაციას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე უფრო მსხვილი მიმწოდებლები მუშაობენ, რომელთა წარმადობა 100 000 ბოთლია.