მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნათია თურნავა გულწრფელად მეცოდება, ის გადაწყვეტილებას ვერ იღებს“

600f23b2f0917
თათია ჩაფიჩაძე
25.01.21 23:15
2742
„ეკონომიკის მინისტრი და მთლიანად ეკონომიკური გუნდი რამდენიმე ადამიანის ტყვეობაშია იმ საბჭოში და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ“ - გიდი ალექსანდრე პაიკიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები შეზღუდვების ეკონომიკურ ეფექტზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რაც სექტორს უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას პაიკიძე ამბობს, რომ სექტორის წარმომადგენლები გახსნის მოთხოვნით აქციების გამართვას გააგრძელებენ.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკის მინისტრი და მთლიანად ეკონომიკური გუნდი რამდენიმე ადამიანის ტყვეობაშია იმ საბჭოში. ნათია თურნავა დიდი ხანია გადაწყვეტილებას ვერ იღებს. გულწრფელად მეცოდება და ვიცი, რომ მას მეტი სურს ამ მიმართულებით, თუმცა მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა თუნდაც იმაზე, რომ ამ შედეგებზე ხმამაღლა არ საუბრობს.

გადაწყვეტილებას ერთი წელია მხოლოდ ერთი სექტორი იღებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ეკონომიკასთან და ფინანსებთან. იყურება ვიწრო გადასახედიდან და პლუს ამას არაკეთილსინდისიერები არიან ამ განცხადებებით, რასაც აკეთებენ. მე რომ საოპერაციოში შევიდე და გადაწყვეტილებები მივიღო რა შედეგიც დადგება იქ, ზუსტად იგივე ხდება ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით.

პირველ ეტაპზე იყო კომუნიკაცია და მერე სრულად თვითონ გადაიფარეს საბანი, თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რატომ აიღო ქვეყანამ ამდენი ვალი. ჩვენ ვნახეთ რამდენად კარგად იცავდნენ რესტორატორები წესებს და ყველა სექტორი, ყველაფერი რაც იყო მოცემული დაცული იყო. ვინმე ითვლის ალტერნატიული წყაროებით რასთან იყო დაკავშირებული ზრდა? შანტაჟის პირობებში ვიმყოფებით, თითქოს თუ გაიხსნება მოიმატებს რიცხვი. ხვალ 3სთ-ზე გვაქვს აქცია, დაველოდებით რა მოხდება, სპონტანურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.“ - განაცხადა პაიკიძემ.

გუშინ ქვეყნის ეკონომიკის გახსნის მოთხოვნით სასტუმროების, რესტორნების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა კანცელარიის წინ აქცია გამართეს. სფეროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამიანთა უფლებებს.
შეკრებილები ითხოვენ 1 თებერვლიდან მოიხსნას შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შემსუბუქდეს კომენდანტის საათი.

გუშინდელ აქციაზე გაჟღერდა, რომ სახელმწიფოს ამ შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობების პიკეტირება დაიწყება.