მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნათლად უნდა გვესმოდეს - ტესტირება არ არის პანაცეა" - აკაკი ზოიძე

5e74ae467949b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.20 22:49
1157
ჯანდაცვის სპეციალისტმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ტესტირების ჩატარების დეტალებზე.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობას არ უნდა ეგონოს, რომ ტესტირების ჩატარებით მოხდება ამ ეპიდემიის შეჩერება. აკაკი ზოიძის განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას და საჭირო ზომების დროულად მიღებას.

„ვისაუბრეთ ტესტირებაზე, როგორ უნდა მოხდეს და რა ჯგუფებს ჩაუტარდებათ პირველ რიგში ტესტირება. ნათლად უნდა გვესმოდეს ტესტირება არ არის პანაცეა. ამ ბოლო დროს ასეთი წარმოდგენა გაჩნდა ამასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ტესტირება ბოლოს მოუღებს ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ტესტირება არის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი, რომლითაც მოხერხდება დაავადების შეკავება, ანუ შენელდება დაავადების გავრცელება.

ტესტირების გეგმა - რა ჯგუფებს ჩაუტარდება პირველ რიგში, ამაზე ვისმჯელეთ და ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს თემა, რომელზეც ჩამოწერილია კონკრეტული ღონისძიებები და მთავარი რეკომენდაცია კვლავ რჩება იზოლირება, ფიზიკური დისტანცირება და სოციალური პასუხისმგებლობა.

იმიტომ რომ ტესტირებას პირველ რიგში ეხმარება იმას, რომ გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვინც პირველ რიგში უნდა მოხვდნენ კარანტინში და იზოლაციაში. ჩავთვალოთ რომ ყველა ვართ რისკის ქვეშ. ყველა უნდა ვიყოთ იზოლაციაში და ყველა უნდა ვიყოთ კარანტინში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.