მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NATO საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინას უახლოეს დღებში მიაწვდის"

634ee8e62ed53
ალა ისპირიანი
18.10.22 22:15
519
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღებში მიაწვდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით, აღნიშნული სისტემებით უკრაინა შეძლებს, თავი მათ შორის ირანული წარმოების დრონებისგანაც დაიცვას, რომელსაც რუსეთი იყენებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის არის, რომ შევასრულოთ ის, რასაც მოკავშირეები დაჰპირდნენ, გააძლიერონ და მიაწოდონ კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემა.

NATO დრონების საწინააღმდეგო სისტემებს უახლოეს დღებში მიაწვდის, რადგან დრონების კონკრეტულ საფრთხეს წინააღმდეგობა გაუწიონ, მათ შორის ირანის მხრიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.