მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია" - ღარიბაშვილი ფილიპ რიკერსს შეხვდა

638847378a9cc
BM.GE
01.12.22 10:15
499
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული. შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.