მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნესტლეს და ნოკიასთან ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პატივი გვქონდა ფიზიკურად გვემასპინძლა შტადლერის პრეზიდენტისთვის"

5f294196b42f5
BM.GE
04.08.20 15:06
1445
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას, სადაც 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. პანდემიის პერიოდში, ნესტლეს და ნოკიასთან ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პატივი გვქონდა ფიზიკურად გვემასპინძლა „შტადლერის“ პრეზიდენტისთვის და წარმომადგენლებისთვის.

„შტადლერი“ - მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარული კომპანიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა საქართველოში წარმოების გაფართოებაზე, რაც კიდევ ერთხელ ასახავს იმას რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რელოკაციის ფარგლებში საინტერესო პირობებსა და გარემოს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ცნობილი შვეიცარიული კომპანიის „შტადლერი“ ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.