მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნეტავ, იყოს მოგება, რომ მერე ის არ დავბეგროთ" - ნინა კობახიძე ესტონურ მოდელზე

5eca920066b56
ანუკა ჯოხაძე
24.05.20 19:22
1894
“ნეტავ, იყოს მოგება, რომ ის არ დავბეგროთ”- ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია Global Benefit Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ ესტონურ მოდელზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ესტონურ მოდელზე გადასვლის მოთხოვნა აზრს კარგავს, რადგან, 2020-2021 წლებში ეს მოდელი სადაზღვევოებზე ისედაც ავტომატურად გავრცელდება.

“ესტონური მოდელის მოთხოვნა უკვე აზრს კარგავს, 2020-21 წელს ისედაც მოგვიწევს და შეგვეხება ავტომატურად, ვიქნებით ლოალურები საქართველოს ბიუჯეტის წინაშე და კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღეს ამის მოთხოვნა არ არის.

ნეტავ, იყოს მოგება, რომ ის არ დავბეგროთ... რეალისტები რომ ვიყოთ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბაზრები მოვითხოვოთ, ვიდრე ის პირობები, რომელიც ეფექტს არ მოგვცემს. მნიშვნელოვანია ასევე კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებული თემები. ყველაზე მთავარი დღეს არის სწორი ბაზრის და ადეკვატური საბაზრო პირობების შექმნა სახელმწიფოს მხრიდან“,-აცხადებს გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას გენერალური დირექტორი ნინა კობახიძე.