15.მარტი.2019 12:29
ეკონომიკა

"NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს"

"NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს"
"შეთანხმება, რომელიც იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან (NEXI) გავაფორმეთ, აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიასთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან ის კიდევ ერთ ბიძგს მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს არამარტო იაპონელების შემოსვლით საქართველოში, არამედ ქართული კომპანიების გააქტიურებით იაპონურ ბაზარზე" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

გიორგი ქობულიას განცხადებით, NEXI - სთან გაფორმებული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებზე შედიან. აღნიშნული ორგანიზაცია არის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც აზღვევს იაპონურ საინვესტიციო პროექტებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

„იაპონური ბიზნესი საკმაოდ სპეციფიკურია თავისი ბუნებით და რისკის აღქმით მხრივ, ამიტომ მათ სჭირდებათ გარანტირებული სადაზღვევო ინსტრუმენტის არსებობა, რომლითაც მოხდება კომპენსირება პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

NEXI იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს უზრუნველყოფს.

24.მაისი.2019 00:20
59

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
103

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
615

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
91

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
150

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად