მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკოლის" ფასები 10-15%-ით გაიზარდა - მიზეზს დამფუძნებელი განმარტავს

62029f78e15d2
ლიკა გურაბანიძე
12.02.22 09:40
1137
“თურქეთიდან შემოტანილ ნედლეულზე ფასები 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს 30%-ით გაიზარდა, რამაც ამ პერიოდში ჩვენი სამოსის ფასებიც 10-15%-ით გაზარდა”, - ამის შესახებ bm.ge -ს ბავშვების სამოსის ბრენდის “ნიკოლის” დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფასების ზრდა თურქეთის ბაზარზე ნედლეულზე შექმნილმა დეფიციტმაც გამოიწვია.

“2019 წელს, ჩვენს პროდუქციაზე ფასები 30-დან 50 ლარამდე იყო, ხოლო ახლა ფასები 50-დან 65 ლარამდეა. ვცდილობთ ფასის ზრდა მკვეთრი არ იყოს, რათა მომხმარებლები არ დავკარგოთ. თუმცა, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასები იზრდება, კომპანიას სხვა გზა არ აქვს”, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.