მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკოლოზ გაგუა ხელს შეუწყობს ხარჯების მოთოკვას" - ირაკლი ზარქუა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატს მხარს უჭერს

60e811257b2bf
ინგა მურუსიძე
09.07.21 13:14
934
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ნიკოლოზ გაგუა სებ-ის საბჭოს წევრობის კარგი კანდიდატია და ის ხარვეზებს აღმოფხვრის, თუკი ასეთი არსებობს.

როგორც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაგუა ხელს შეუწყობს ხარჯვითი ნაწილის მოთოკვას.

„რატომ ვუჭერ მხარს ნიკოლოზ გაგუას? დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება შეთანხმებული მუშაობა ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ხარჯვით ნაწილში. თუ რამე ხარვეზი და პრობლემაა, რომ ეს ხარჯვითი ნაწილი არ გაიქცეს, ვფიქრობ, ბატონი ნიკა(გაგუა) შეძლებს მაქსიმალურად თავის კოლეგებთან ერთად აღმოფხვრას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პანდემიის და სოციალური პრობლემების დროს ხარჯები არ გაგვექცეს, მოითოკოს. სამწუხაროდ, ინფლაცია მაღალი გვაქვს. მე ვისურვებდი, რომ შემდეგი თვეები, დღეები უნდა დავუთმოთ იმას, რომ მიზნობრივთან ახლოს იყოს“, - განაცხადა ზარქუამ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენს, ესენი არიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკო გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ყოფილი ხელმძღვანელი ეკა გალდავა. სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია. თუ პარლამენტმა სამივე კანდიდატურა დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოსტი დარჩება.