მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორა“ ხორც-პროდუქტების საწარმოს ააშენებს, რისთვისაც მთავრობამ მიწა ლარად გადასცა

61b7091088244
ინგა მურუსიძე
13.12.21 12:57
3440
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 11 საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.

როგორც bm.ge-ს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში, შპს „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, სადაც ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება.

როგორც ირკვევა, ადგილზე 300-მდე ადამიანი უნდა დასაქმდეს. "ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების უახლესი დანადგარებით და მის მშენებლობა-აღჭურვაში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე განხილულ და დამტკიცებულ საკითხებზე შორისაა "ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტი. სამუშაოების ჯამური ღირებულება 134 120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება შეადგენს 93 139 ლარს, ხოლო 40 981 ლარი ბენეფიციარის - შპს "გრინჰილის" თანამონაწილეობაა.

ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14.50ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება იმერეთშიც, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში. სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 52 200 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 36 250 ლარია, ხოლო 15 950 ლარი ბენეფიციარის - შპს „ერთობის“ თანამონაწილეობაა.