მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორა" ახალი ქარხნის მშენებლობას ივნისში დაიწყებს - ინვესტიცია 25 მლნ-ია

626b7ede283ff
მარიამ იზორია
29.04.22 09:00
1491
“ნიკორა” ხორცის გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობას, თბილისში, ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყებს. როგორც BM.GE-ს “ნიკორას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განუცხადა, ახალი ქარხნისთვის კომპანია 25 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

“ივნისში ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ვიწყებთ. ძველი ქარხანა, რომელიც დღეს ფუნქციონირებს მოცულობით პატარაა, შესაბამისად ახალი ფართი და საწარმო სიმძლავრეებია საჭირო. ძველ საწარმოებს სხვა მიმართულებით გამოვიყენებთ.

მშენებლობა სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. რაც შეეხება ინვესტიციას, ახალი ქარხნისთვის 20-25 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება” - ამბობს “ნიკორას” გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის:საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში, თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც "ნიკორას" ახალი ქარხანა უნდა აშენდეს" და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, შპს "ნიკორას" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - საკუთრებაში გადაეცა.