მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნოვა": მაისი გაყიდვების 3%-იანი ზრდით დავხურეთ

5eed13352ad9a
ელენე გოგბერაშვილი
20.06.20 12:35
1455
ეკონომიკის არსებული ფორმით გახსნის პირობებში სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია „ნოვამ“ მაისი გაყიდვების მზარდი მაჩვენებლით დახურა.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი bm.ge-ისთან აცხადებს, რეალიზაცია გაცილებით დიდია ივნისში, რაც კომპანიის სარეალიზაციო არეალის გაფართოებით და კარანტინის პერიოდში მოქალაქეებში არსებული მოთხოვნით აიხსნება.

„მაისი კომპანიამ დახურა 3%-იანი ზრდით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შედეგია ეკონომიკის გაჩერების შემდეგ. რაც შეეხება ივნისის პერიოდს, ამ შემთხვევაში ზრდა გაცილებით დიდია წინა წელთან შედარებით, ვიდრე - 3%. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი, დაახლოებით, 20%-ს აჭარბებს", - აღნიშნა ხიმშიაშვილმა და დასძინა, რომ ივნისში გაყიდვების 30%-იან ზრდას ელიან.